ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძირითადი ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტებს დააფინანსებს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის ჩართვას განიხილავენ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მალე ამოქმედდება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გარკვეულ კონტინგენტს მიაწვდის ძირითადი ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტებს.

პირველ  ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამი მიმართულების – გულსისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიის ნაწილის და სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტები დაფინანსდება.

დავით სერგეენკომ შეხვედრაზე მედიკამენტების ლაბორატორიის არარსებობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ რეგისტრირებული მედიკამენტი არ ნიშნავს იმას, რომ მისი ხარისხი მაღალია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახალი მედიკამენტების კომპონენტი, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში ამოქმედდება.

იტვირთბა....