ნინო ბურჯანაძე საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. “ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმეა. სასამართლო დაინტერესებულია გაარკვიოს, როგორ მოხდა გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების ვადაზე ადრე გათავისუფლება.
ბურჯანაძემ სასამართლოზე დაკითხვისას დაასახელა წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გვარები, ესენი არიან გიგა ბოკერია, ალექსანდრე ლომაია, ნიკოლოზ რურუა და ვანო მერაბიშვილი, რომლებიც ამ საქმის ირგვლივ პირად ინტერესს იჩენდნენ.
ბურჯანაძე 10 წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მას გირგვლიანის მკვლელობაზე საუბარი პრეზიდენტთანაც ჰქონდა, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მიეცათ.