ბუდაპეშტის ქუჩაზე, სადაც გუშინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანაშრომლებმა 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან სისხლის კვალი შენიშნეს.
შესაბამისად გაჩნდა ვერსია, რომ მამაკაცი მოკლულია და ხანძარი შემდეგ არის გაჩენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გუშინ გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ,ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადას ბინაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი დახვდა. მედიაში გავრცელდა მკვლელობის ვერსიაც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს ამ დრომდე არ ადასტურებს და საქმის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.