ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მხოლოდ შენი სიტყვა და ღიმილი”: დეკანოზი მამალაძე ციხიდან პატრიარქს მიმართავს

საპატიმროდან, დეკანოზ მამალაძის წერილი ვრცელდება, რომელშიც ის სულიერი მამას – პატრიარქს მიმართავს. დეკანოზის წერილს ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ავრცელებს. მათი ცნობით, დეკანოზის წერილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ადვოკატებმა გამოიტანეს.
”მივმართავ სულიერ მამას – რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენს სიყვარულს არ ძალუძს დაძლიოს ყველანაირი წნეხი და ზეწოლა. ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრელი სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი, რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ამას თავად შევძლებ ღვთის შეწევნით”, – ნათქვამია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში.
დეკანოზი ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის საკითხსაც ეხება.
“რატომ გადადგა ირაკლი მამალაძემ ეს ნაბიჯი? ამასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია შეიძლება გამოითქვას, ჩემი აზრით კი, მან უბრალოდ არ გაუშვა ხელიდან შანსი წარმოჩენილიყო ”გმირად”, ”საქართველოს მხსნელად”. სამწუხაროდ, მისი ამბიცია და მავანთა მზაკვრული ინტერესები კარგად დაემთხვა ერთმანეთს. ღმერთმა შეგვინდოს ორივეს: მას მისი საქციელი, ხოლო მე – ჩემი წინდაუხედაობა”, – წერს მამალაძე.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ის გერმანიაში პატრიარქთაან კლინიკაში მოსანახულებლად მიდიოდა.

იტვირთბა....