ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ქალაქ ტანტაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აჭარბებს. მოგვიანებით მეორე აფეთქება ლექსანდრიაში მდებარე ეკლესიაში მოხდა. სავარაუდოდ, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 33 დაშავდა.
ეგვიპტეში, ტაძრებში მომხდარი აფეთქებების გამო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს. ის დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს.