ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნუცუბიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა

ნუცუბიძის ქუჩის ერთ-ერთ გადასასვლელზე ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება”. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

იტვირთბა....