ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტის შენობასთან ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა

პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია და თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლები, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას ითხოვენ.

„ჩვენ მივიღეთ ღია, ცინიკური პასუხი პროკურატურისგან, რომ ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებს. ეტყობა ისინი დარწმუნდნენ, რომ უკვე ვეღარ მოგვატყუებენ ამ თემაზე. ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას. ჩვენ მოვითხოვთ ასევე იმ წლების მოვლენების მიჩუმათების შეწყვეტას და ამ ყველაფრის შეფასებას. ჩვენ დამოკიდებული ვართ ერთი კაცის ნება-სურვილსა და ხუშტურებზე. არანაირ გასაქანს არ აძლევს, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ აზრს და ინტელექტს, რომ გააანალიზოს საკუთარი ყოფა,“ – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

იტვირთბა....