ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ავტომობილში ესროლეს

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცს ავტომობილში ესროლეს. ინფორმაციას “იმედი”  ავრცელებს.  ადგილზე არ გამოუძახებიათ არც სასწრაფო დახმარება და არც საპატრულო პოლიცია. გავრცელებული ცნობით, დაჭრილი საჭესთან დაჯდა და საავადმყოფოში თვითონ წავიდა. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

იტვირთბა....