ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აშშ-ს მიერ განხორციელებული ავიადარტყმები სირიაში ადეკვატური და მოზომილი იყო”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიას განცხადებით, დღეს  ამერიკის მიერ ასადის პოზიციების დაბომბვა სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული ავიადარტყმები პროპორციული და წერტილოვანი იყო.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული ავიადარტყმები სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ობიექტების განადგურებას, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღი.

ამასთან, ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო არიდებული ადამიანების სიცოცხლე და მსხვერპლი,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის მიერ სირიაში, ალ-შაირათის საჰაერო ბაზაზე გამთენიისას განხორციელებულ  დარტყმებთან დაკავშირებით”,-აღნიშნა ლევან იზორიამ.

იტვირთბა....