ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აშშ-ს მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება​ იყო დროული”: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის ავიაბაზაზე აშშ-ის სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში, ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოყვა.

ქიმიური იარაღის განთავსებით, სირია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

ამგვარი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აშშ-ს მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება​ იყო დროული, ადეკვატური და გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა.

ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიჩენს სათანადო პრინციპულობასა და ერთიანობას სირიაში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა.

იტვირთბა....