აშშ-ს მიერ სირიაში განხორცილებული ავიაიერიშების საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან დახურულ კარს მიღმა განიხილა. ინფორმაცია პუტინის პრეს-მდივნმა, პესკოვმა დაადასტურა, რომლის თქმით, შეხვედრაზე ავიაიერეშები კიდევ ერთხელ იქნა განხილული როგორც ღია აგრესია და საერთაშორისო ნორმების დარღვევა. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ ავიაიერიშებმა ზიანი მიაყენს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს.
პესკოვის განმარტებით, უშიშროების საბჭომ სირიაში ანტიტეროსიტული ოპერაციის გაგრძელებაზე იმსჯელა.