ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსული სამხედრო ხომალდები სირიის სანაპიროსკენ მიემართება

Bosphorus Observer-  ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში ბრუნდებიან.

გამოცემა წერს, რომ ხომალდები მათ შორის ,,ადმირალ გრიგოროვიჩი“ სირიის სანაპიროსკენ მიემართება.

აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.

იტვირთბა....