ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამა გიორგის ვკითხე და მას არ უთქვამს, რომ შიმშილობს“

საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა,  დეკანოზმა  გიორგი თევდორაშვილიმა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ციხეში მონახულების შემდეგ კვლავ განაცხადა, რომ  დაკავებული მამა გიორგი მარხულობს და არა შიმშილობს.

„მამა გიორგი არ ამბობს, რომ შიმშილობს, ის უფრო მძიმე მარხვაზეა. ვკითხე და არ უთქვამს, რომ შიმშილობს.“-დასძინა დეკანოზმა.

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ციხეში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და მისთვის ხარების დღესასწაულის მისალოცად იმყოფებოდა.

ადვოკატების ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ  შიმშილობა 5 აპრილს დაიწყო. ბრალდებულის მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.

იტვირთბა....