ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი შევიდა.
დაწესებულებაში შესვლამდე დეკანოზს კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა 4 აპრილს დაიწყო. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ის მედიკამენტების მიღებაზეც უარს ამბობს.