”ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, დღეს, 10:00 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ისნის და სამგორის რაიონებში, ვარკეთილის მე-3 მასივის, ჯავახეთის, შუამთის, საცხენისის, რომანოზ ხომლელის, კალოუბნის ქუჩების, აეროდრომის დასახლების, ვარკეთილის IV მიკრო რაიონის, კახეთის გზატკეცილის №3ა, №8, №17, №19, №21, №36/1, №36/2, №36/3, №36/4, №36/5, №36/6, №36/7, №36/8, №44, №46, №48 და №50-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
”შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.