ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ისრაელს შეუძლია საქართველოდან 5 000 მოქალაქე მიიღოს და დაასაქმოს”

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზინდენტი საქართველოს მთავრობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. მან „ბიზნესკონტაქტთან“ განასცხადა, რომ ისრაელს შეუძლია ყოველწლიურად საქართველოდან არა – 500, არამედ 5 ათასი კადრი მიიღოს და მშენებლობაზე დაასაქმოს, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობის მეტი აქტიურობაა საჭირო.

მისი თქმით, ვინაიდან სხვადასხვა შუამავლების წყალობით, ქართველ მშენებლებს ისრაელში სამუშაოდ არალეგალურად წასვლა უწევთ, ეს სოლიდური თანხა უჯდებათ, მნიშვნელოვანია, საკითხი მთავრობებს შორის მოგვარდეს.
“ისრაელს შეუძლია 5000 ადამიანი მიიღოს საქართველოდან. ადამიანი ვინც დალაგებულად მიდის ისრაელში ვიზით, ეს სულ სხვა შემთხვევაა. ვინაიდან მაინც მიდიან და 10-15 000 დოლარი ჯდება ერთი ადამიანის არალეგალურად წასვლა ისრალში. შეიძლება მილიონობით დოლარი გადის ყოველთვე, იმ უკანონო ვიზებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშიც პრობლემას ქმნის“, – განაცხადა მოშემ.

შეგახსენებთ, ბოლო დროს ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება.

იტვირთბა....