ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ს მიერ სირიაზე დარტყმას პუტინი აგრესიად აფასებს

 

აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ დარტყმას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს. ამის შესახებ  ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა:

„პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და განხორციელებულია მოგონილი საბაბით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.

იტვირთბა....