ყოფილი ტელეწამყვანი, თიკო სადუნიშვილი ძველ ამბავს იხსენებს, როცა ის მარიხუანის მოხმარების გამო დააკავეს. ამის შესახებ სადუნიშვილმა “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ისაუბრა.
“ეს ისტორია არასდროს მომიყოლია, მაგრამ უკვე დროა, ხმა ამოვიღოთ. მაესტროში ვმუშაობდი, გადაცემა მიმყავდა. რაღაც ბალახი ვიპოვეთ ბავშვებმა და გვინდოდა მოგვეწია. წამებში 7-8 ადამიანმა ალყა შემოგვარტყა, დამადეს იარაღები თავზე, დაახლოებით, 3 იარაღი მედო. წაგვიყვანეს პოლიციაში, სხვადასხვა ოთახებში გადაგვანაწილეს. დაახლოებით, შვიდი საათი გავატარე ერთ გამომძიებელთან ერთად. მაშინ ისე მოხდა, რომ ჩვენმა პროდიუსერმა გაიგო და სამართალდამცველებთან მოლაპარაკების საფუძველზე გამოგვიშვეს“ – აღნიშნავს სადუნიშვილი.
შეგახსენებთ, საზოგადოებაში და რიგ პოლიტიკურ წრეებში დღემდე სერიოზულად განიხილება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხი, რომელსაც სერიოზული მიმართულება ჯერ არ მიუღია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ჯერ ეს ნაადრევია, ხოლო სხვა ნაწილი თვლის, რომ ასეთი კანონმდებლობის პირობებში ხელისუფლება სათავისოდ ყველაფერ ამას სათავისოდ იყენებს.