ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონიდან მამა-შვილი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რიყიდან მამა-შვილი როგავები იარაღის მუქარით გაიტაცეს. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.

გატაცებულები სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათი თქმით, გამოსასყიდისთვის თანხა არ გააჩნიათ და დახმარებას ითხოვენ.

„მეტრონომს“ გატაცების შსახებ ინფორმაცია სუს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მათ გამოსახსნელად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

იტვირთბა....