ევროპარლამენტმა უკრაინისთვის უვიზორეჟიმის მინიჭების შესახებ ევროპის კომისიის წინადადებას,მხარი დაუჭირა.
უკრაინული მედიის ცნობით, 521-მა დეპუტატმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ კი 75 გამოვიდა. 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
კენჭისყრის შემდეგ, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი დაამტკიცებს, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭო.
ამის შემდეგ, საკანონმდებლო აქტს ხელი უნდა მოაწეროს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
გადაწყვეტილება ძალაში შევა ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში.