ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს თბილისის გარკვეულ უბნებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, ბზვანელის და ქაფიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე  ყაზბეგის, პეკინის, ვაჟა-ფშაველას გამზირების (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის და ქართველიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

13 საათიდან 17 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელ ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვარაზის და ფერმწერთა ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თარხნიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 12 საათიდან 13 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 13 საათიდან 14 საათამდე კი ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ დიდუბის რაიონში, სტანისლავსკის, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონში, ჩიტაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში, სოფელ გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე  დენის მიწოდება შეეძღუდება ჩუღურეთის რაიონის ცხრა ძმის, ყირიმის, აფხაზეთის, ლაილაშის, ხონის, აბაშის, ლანჩხუთის და ზაზიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზენის, სააკაძის, რიონჰესის, ცოტნე დადიანის, იმერეთის, ბენდელიანის, ჯავის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, პეტრე გრუზინსკის, მოლოკოვის, ცისარტყელას, ტრაქტორის, ჭიჭინაძის, ჭყონდიდელის და ხრესილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ელენე ახვლედიანის, სამრეკლოს, სპარტაკის, ურიცკის, მაცეხის, კალატოზის, ქედის, შემოვლის, ორხევის, კარდანახის, გრემის, გაბისკირიას, ბახვის, სამოქალაქოს და იორის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამრეწველო დასახლების და მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

“თელასის” ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

იტვირთბა....