აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო. ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს. ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ კი ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება. დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.
იტვირთბა....