ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ გამოიყურება გარე-მოვაჭრეების გარეშე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია

სადგურის მოედანზე და მის მიმდებარედ გარე-ვაჭრობის გაუქმების შემდეგ სოციალურ ქსელში არ წყდება დებატები, რამდენად სწორი იყო ხელისუფლების მოქმედება, როცა ლუკმა-პურის საშოვნელა გასულ გაჭირვებულ ადამიანებს დღეს კიდევ უფრო გაუჭირდებათ, რაგდან ის ადგილები, რომლებსაც მათ სთავაზობენ სავაჭროდ, მთლად სარფიანი ვერ იქნება.

მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ ქალაქის და ქვეყნის ინტერესებში შედის დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში სუფთა ქუჩები და მოწესრიგებული მოძრაობა.

ასე თუ ისე, სოც-ქსელებში უკვე იდება ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება ახალი სადგურის მოედანი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გარემოვაჭრეები წერეთლის გამზირსა და სადგურის მოედანზე აყარეს და ალტერნატივად მათ სხვა სავაჭრო ადგილები შესთავაზეს.

იტვირთბა....