ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

9 აპრილიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება

უახლოეს დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდება-ამის შესახებ “მეტრონომს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

კერძოდ, ხვალ, 7 აპრილს, დასავლეთში თბილი ამინდია, თუმცა იწვიმებს. ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 19-24 გრადუსი იქნება.

8 აპრილს ასევე შენარჩუნდება სითბო, თუმცა იწვიმებს, დღის ბოლოს კი ჰაერის ცივი მასები შემოდის.

9 აპრილს მკვეთრად გაუარესდება ამინდი-  გაძლიერდება ქარი, 25 მეტრი წამში, მათ შორის თბილისში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება, თბილისში  კი 13 გრადუსი. მოსალოდნელია ელჭექი.

11 აპრილამდე არამდგრადი ამინდებია.

იტვირთბა....