დღეს დილით, იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
“მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.