ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ISIS განადგურდება”: ტრამპმა სირიის ლიდერი ქიმიურ იარაღზე გააკრიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ISIS-ს გაანადგურებენ და დაიცავენ ცივილიზაციას.
„ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა პრეზიდენტმა იორდანიის მეფე აბდულასთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპმა სირიაში ვიზიტის დროს ქიმიური თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა. მან მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის ლიდერს, ბაშარ ალ ასადს დააკისრა და განაცხადა, რომ შეუძლებელია ასეთი საშინელი ქმედებების ატანა.

„ეს იყო უდანაშაულო ხალხის – ქალების, პატარა უმშვენიერესი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული. მათი დაღუპვა კაცობრიობის გათელვაა“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....