ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო: რას მოითხოვს გიორგი მამალაძე

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრადებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესების საჯაროობას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას, დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.

პროკურატურას განსხვავებული პოზიცია აქვს. ბრალმდებელი მხარე თვლის, რომ სასამართლო პროცესების საჯაროობა საფრთხეს შეუქმნის დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოებას. რამიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ითხოვს, რომ მის ოჯახს დაცვა მოეხსნას და ამ  განცხადებას პროკურატურაში უახლოეს მომავალში შეიტანენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. ის პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას მოითხოვს.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე აეროპორტში, მკვლელობის მომზადების ბრალდებით მაშინ დააკავეს, როცა ის უწმინდესთან გერმანიაში მიფრინავდა.

იტვირთბა....