ძველ თბილისში ევაკუაციაა -მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, საქმე ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებულ შეტყობინებას უკავშირდება.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ შეტყობინების შედეგად პოლიციაა ადგილზე მისული და დეტალებს არკვევს. უწყება “მეტრონომთან” არ ადასტურებს, რომ შეტყობინება ბომბის შესახებ იყო, თუმცა, თუ რასთან დაკავშირებით გახდა საჭირო პოლიციის მობილიზება, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.