დილით, ვაკის პარკთან, პატრულის ორი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა. შსს ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა არ აცხადებს, ვინმე დაშავდა თუ არა. როგორც “მეტრონომს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.