ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია, პრეოკურატურისგან გაუთქმელობის პირეობის მოხსნას ითხოვს. მისი თქმით, პროკურატურა თანასწრობის პრინციპს არღვევს.
ადვოკატებმა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებმა აღნიშნული მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. იმ შემთხვევაში თუ მთავარი პროკურატურა სამი დღის ვადაში, საქმეზე გაუთქმელობის პირობას არ მოხნის, დაკავებული დეკანოზის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
„ვერ ვახერხებთ დეკანოზის დაცვას, რადგან საქმის დეტალების გასსაჯაროვება არ შეგვიძლია. ეს კი შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევას ნიშნავს. ვასაჩივრებთ პროკურატურაში და იმედი გვაქვს, მოგვეხსნება გაუთქმელობის პირობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, ჩვენ ვიცავთ კანონს და მივმართავთ პროკურატურას საჩივრით, რომ იქნებ ამ ჯერზე მაინც დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სამ დღეში უნდა გაეცეს ჩვენ საჩივარს პასუხი“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.