ირანის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ბიძგები ადგილობრივი დროით 10:39 საათზე დაფიქსირდა. 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მეშჰედთან მდებარეობდა. მიწისძვრამ ნგრევა 7 დასახლებულ პუნქტში გამოიწვია. სოფელ კალგეშში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით დაღუპულთა და დაზარალებულთა შესახებ ზუსტი ცნობები არაა, ვარაუდობენ რომ ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილნი.
იტვირთბა....