ჟურნალი “სარკე” ნინო დარასელის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის მისი დედის, რუსუდან კერვალიშვის შესახებ საუბრობს.
“ძალიან ცუდად ვარ, მამა არ მყავს და ჩემი ერთადერთი საყრდენი, ყველაზე ახლო მეგობარი, მრჩეველი და სამაგალითო ადამიანი საპატიმროშია. რუსუდანს ვინც იცნობს, იცის, რომ საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა და იმედი მაქვს, იმ პერიოდს, რომელსაც ციხეში გაატარებს, ამაყად გადაიტანს, მაგრამ მის გარეშე მე ძალიან ცუდად ვარ. შემი ჩვილები, მარიტა და ზაზუკა, არანორმალურად განიცდიან ამ ამბავს, მათთვის შოკია რუსუდანის გარეშე ყოფნა”, – ამბობს ნინო დარასელი.
რუსუდან კერვალიშვილის შვილი მაია და გუკა რჩეულიშვილებზე საუბრობს:
“ბოლოს, ალბათ ძალიან უჭირდა, რადგან მისი საყვარელი და და ერთადერთი დისშვილი ციხეში იყვნენ, მაგრამ მის თვალზე ცრემლი არ მინახავს. დარდს არ გვანახებდა და სულ იმედს გვაძლევდა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. მისვის ისეთი დარდი იყო მაიას ციხეში ყოფნა, ალბათ, ახლა უფრო კარგად გრძნობს თავს, რომ მასავით ციხეში ზის. ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც მაია დააპატიმრეს რუსუდანი დის თავისუფლების სანაცვლოდ თავის დაპატიმრებას ითხოვდა, რადგან ფიქრობდა, რომ პრობლემების მოგვარება მხოლოდ მაიას შეეძლო”, – ამბობს ინტერვიუში დარასელი.
ნინო დარასელი ვახტანგ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ვახტანგი კომიდან გამოვიდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა:
“საკმაოდ მძიმე დიაგნოზი აქვს და ამის შესახებ თვითონაც იცის. სამწუხაროა, რომ დარდმა ასეთი დაავადება დამართა. აქამდე დედაჩემი ადგა თავზე. ახლა კი ძალიან გულისამაჩუყებელია, რომ გუკას ბავშვობის მეგობარი, ჯაბა ჯინჭარაძე ადგას თავზე, რადგან სხვა არავინ დაგვრჩა. მე ბავშვბს ვზრდი და ვერ შევძლებ სულ იქ ყოფნას”, – ამბობს ნინო დარასელი ინტერვიუში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.