ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეები გარევაჭრობის დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.
მათ მხარდაჭერას უცხადებს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.

”ქოცების“ მოძრაობა დაემსგვასა „ნაცების“ მოძრაობას, მათ შორის გარემოვაჭრეთა დევნის საკითხში. ჩვენ ვითხოვთ გარევაჭრობის ნებართვას და იმას, რომ გარევაჭრობას ცივილური ფორმა ჰქონდეს. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ ჩემს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა განახლდეს და ცივილური ფორმით გაგრძელდეს გარევაჭრობა”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა ვადაგასული პროდუქციის შესახებაც, რომელიც დღეს თბილისის მერიამ გაავრცელა. ჩხარტიშვილის თქმით, ეს პროდუქცია გადასაყრელად იყო გამზადებული და სარეალიზაციოდ არ გამოიყენებოდა. აქციის მონაწილეები თბილისის მერს სთხოვენ, მათი მოთხოვნები დააკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

იტვირთბა....