თბილისის ქუჩების ნაწილს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, გაზმომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, ხვალ, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონში, რკინიგზის ქუჩა №18, აბასთუმნის ქუჩა, გიორგი ცაბაძის ქუჩა №15, №15ა, თევდორე მღვდლის ქუჩა №1, №3, №4, №5, №6, №7, №8, №10 , კოტე ფოცხვერაშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, თამარ მეფის, ბაქოს, სურამის, კარგარეთელის ქუჩა №2, №4, №8, მიხეილ წინამძღვრიშვილის №121, №137, №140, №142, №144, №146, ასევე დავით აღმაშენებლის გამზირი №137, №141, №147, №151, №151ა, ეგნატე ნინოშვილის, ივანე ჯავახიშვილის, გოგი დოლიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ნიკოლაი გოგოლის, გიორგი ტოვსტონოგოვის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებს, კერძოდ: აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკას, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა №55-თან მდებარე პურის ქარხანას შპს „კოლხეთი 90“, ვაგზლის მოედანზე – შპს „ლიდერი XXI“, თბილისი ცენტრალს, შპს „საქართველოს ფოსტას“, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე ვენდისპანსერს, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის ქარხანა „ლაღიძეს“, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე თამბაქოს ფაბრიკას, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტულ კოლეჯს, საჯარო სკოლას №29, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლს, არტ ჰოლს და აღნიშნუოლ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებლობას იხსნის.