საზოგადოება

“სტუდიიდან გაქცევა, ვითომ პროტესტის ნიშნად, ძალიან გაუგებარი იყო!!!”

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გუშინდელ საავტორო გადაცემა “რეაქციას”, სადაც უმცირესობების უფლებებზე საუბრობდნენ მოწვეული სტუმრები, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“მოიცათ, მოიცათ, მართლა სჯერა ვინმეს, დღეს რომ მეორე მხარე იყო მოწვეული სტუდიაში, რომელიმემ არ იცოდა, ისინი იქნებოდნენ თუ არა, სახელებით და გვარებით? არც დაიჯეროთ!!! ყველა სტუმარმა იცოდა ყველა დანარჩენი ვინც იქნებოდა და სტუდიიდან გაქცევა, ვითომ პროტესტის ნიშნად, ჩემი აზრით, იყო ძალიან გაუგებარი!!! არასოდეს არავის ვატყუებთ და ყველამ იცის ხოლმე, ვინ უზის ოპონენტად, ხოდა, დღესაც მშვენივრად იცოდა ყველამ.
P.S-თოკით და ჯაჭვით, ძალით არავინ მოგვყავს გადაცემებში.”-წერს გრიგოლია.

ცნობისთვის, გუშინდელი გადაცემიდან რამდენიმე მოწვეულმა სტუმარმა პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვა.

იტვირთბა....