ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს, “ფეისბუქზე” ეხმაურება:
“მაგრად მკიდია დირექტორობა. მესმის, რომ ბევრს არ სჯერა. განსაკუთრებით მათ, ვინც პოსტისთვის საკუთარი სახის და სხვისი პარტიის ახევისთვისაც კი მზადაა. აი, ასეთ ხალხს ალბათ ვერასოდეს დავაჯერებ რომ თანამდებობების გარეშე, უფრო ბედნიერია ადამიანი. ამიტომ, პარტიაში ჟურნალისტები სინქრონის ჩასაწერად რომ მოდიან, ნუ აბოლებთ რომ დირექტორი მე ვხდები. თუმცა თქვენი საქმეც ეგაა, ბოლი აყენოთ.”-წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, ერთ-ერთი სააგენტოს ინფრომაციით, “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად ნანუკა ჟორჟოლიანი განიხილება, რასაც ტელეწამყვანმა ამავე სააგენტოსთან “სრული ბოდვა” უწოდა.