ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

IRI: რესპონდენტთა 27% „ქართულ ოცნებას“ არასოდეს მისცემდა ხმას

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.

კერძოდ, რესპონდენტთა 29%-მა თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად „ქართული ოცნება“ დაასახელა, 12%-მა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 50%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა.

კითხვაზე თუ „რომელ პარტიას შეუძლია ყველაზე წარმატებულად გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას“, რესპონდენტთა 13%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2%-მა „ევროპული საქართველო“, ხოლო 38%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა.

კითხვაზე „შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 26%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15%-მა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7%-მა -„ევროპული საქართველო“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა – „პატრიოტთა ალიანსი“.

კითხვაზე თუ „რომელ პოლიტიკურ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას“, რესპონდენტთა 27%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 25%-მა ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 8%-მა „დემოკრატიული მოძრაობა“, 8%-მა „გირჩი“, 7%-მა „ევროპული საქართველო“, 7%-მა „პატრიოტთა ალიანსი“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა „რესპუბლიკელები“, 3%-მა „თავისუფალი დემოკრატები“.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება +-2,5%-ია.

იტვირთბა....