IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა, 67% საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ დადებითადაა განწყობილი.
მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა, 65%-ით, ხოლო მესამე ადგილზე 55%-ით გიორგი კვირიკაშვილია.
შემდეგ 50%-ით დავით ბაქრაძე მოდის, 48%-ით დავით უსუფაშვილი, 39%-ით შალვა ნათელაშვილი, 37%-ით კახა კალაძე, 35%-ით კი თეა წულუკიანი.