საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით უნდა ტარდებოდეს. IRI-ს კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევას მხარს მხოლოდ 5% უჭერს. არ ვიცი/არ მაქვს პასუხი – 3%.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 37%-ი ეკონომიკის მინისტრ, გიორგი გახარიას არ იცნობს. IRI-ს კვლევის შედეგებში „უცნობ“ პოლიტიკოსთა სიაში სწორედ ეკონომიკის მინისტრი ლიდერობს. მეორე ადგილზეა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე 32%-ით. 28% არ იცნობს გია ჟორჟოლიანს, 25% – თამარ კორძაიას, 11% ზურაბ ჯაფარიძეს, 7% ლევან ვარშალომიძეს, 5% ირაკლი კობახიძეს, 3% დავით თარხან-მოურავს.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საკუთარ ვებგვერდზე, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალური შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ინსტიტუტმა გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1501 რესპონდენტი, ცდომილება შეადგენს პლუს მინუს 2,5%.