ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბარსელონას მიმართულებებით ფრენის დაწყებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Tav Georgia ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პირდაპირი რეისების განხორციელება 5 ივლისიდან დაიწყება და სავარაუდოდ, ზაფხულის სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება ინტენსივობას, ფრენა კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს შესრულდება.