ესპანური პორტალი eldiario -ს ინფორმაციით, ესპანეთში 17 ქართველი დააკავეს, რომლებიც რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მადრიდსა და ბარსელონაში ბინებს ძარცვავდნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დასაკავებლად გამოძიება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. თავიდანვე სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ ძარცვაში ქართველები მონაწილეობდნენ.