ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რჩეულიშვილების ქონებას ყადაღა იმ შემთხვევაში მოეხსნება თუ განაჩენი არ გასაჩივრდება

ცენტრ პოინტის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი 31 მარტის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებს უკვე ჩაბარდათ. დაცვის მხარის განმარტებით, დოკუმენტში ჩამოთვლილია სამშენებლო კომპანის ქონების ნაწილი – სულ 41 ობიექტი, რომელთაც ყადაღა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეხსნება თუ საქალაქო სასამართლოს განაჩენი მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან დაკავშირებით არ გასაჩივრდება.

იმ შემთხვევაში თუ საპროცესო შეთანხმება შედგება, ადვოკატები მზად არიან გასაჩივრებაზე უარი თქვან. პროკურატურისგან პასუხს დაცვის მხარე ორი კვირის განმავლობაში დაელოდება.

„თუ არ გასაჩივრდა, პირველ მაისს უკვე შევა კანონიერ ძალაში და ამ ქონებებს უკვე მოეხსნება ყადაღა. ჩვენ ველოდებით პროკურატურას დაახლოებით ორი კვირა, ჯერ განაჩენიც არ გვაქვს, ამიტომ ველოდებით. თუ საპროცესო შეთანხმება შედგა, ბუნებრივია აღარ გავასაჩივრებთ, ქონებას ყადაღა მოეხსნება და წავალთ იმ სქემით, რასაც ვთავაზობდით პროკურატურას.

თუ ამ დროის განმავლობაში პროკურატურამ რეალური შეთავაზება არ მიიღო და არ გააფორმა საპროცესო, ბუნებრივია გასაჩივრების ვადას არ გავუშვებთ და ამ განაჩენს გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში ,“ – განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

იტვირთბა....