რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპეციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, გუშინ სანქტ-პეტერბურგის მეტროს სადგურში აფეთქების ერთ-ერთი მონაწილის ცხედარი იპოვეს. მისი თქმით, მამაკაცის ვინაობა დადგენილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გასაჯაროვდება.
„ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება შეეძლო მამაკაცს, რომლის ცხედარი მესამე ვაგონში აღმოაჩინეს“” – განაცხადა პეტრენკომ
აღნიშნულ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ ტერაქტის შემსრულებელი 1995 წელს ყირგიზეთში დაბადებული, 22 წლის რუსეთის მოქალაქე, აკბარჟონ ჯალილოვია.
შეგახსენებთ, 3 აპრილს, მოსკოვის დროით 14:30-ზე სანქტ-პეტერბურგის მეტროსადგურებს “Сенная площадь” და “Технологический институт-2”-ს შორის აფეთქება მოძრავ მატარებელში მოხდა, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა , 51 კი დაშავდა. მოგვიანებით, პოლიციამ მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“ აუფეთქებელი ბომბი იპოვა.
რუსეთის ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ მეტროში მომხდარი აფეთქების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადდა.