ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ელისაშვილს ძალიან მკაცრად მოვთხოვ პასუხს”: ნარმანია ელისაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

გუშინ, საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სოციალუ ქსელ facebook-ზე, როგორც თვითონ აღნიშნა, თბილისის ზღვის კონცეპტულური განვითარების გეგმის ილუსტრაცია წარმოადგინა:  „დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში”- წერდა ელისაშვილი. დღეს, მის ამ განცხადებას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ “აბსურდისთვის”  მას ძალიან მკაცრად მოსთხოვს პასუხს. როგორც მერი ამბობს, ელისაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ილუსტრაციას არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან:

“თქვენც გეღიმებათ, ხომ ხედავთ, მეც მეღიმება ამასთან დაკავშირებით. ეს არის აბსურდი, როგორიც მან გამოაქვეყნა. ამას არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან.
ძალიან საინტერესო კვლევა გავაკეთეთ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მის პრეზენტაციას. როგორც ჩანს, ელისაშვილს არ აწყობს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ჩვენს ქალაქში, ის სიკეთეები, რაც კეთდება, მისი მხრიდან უკუღმა არის, როგორ წესი დანახული. მე მას ძალიან მკაცრად მოვთხოვ პასუხს დედაქალაქის საკრებულოში როდესაც მივალ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ის გუშინ სოციალურ ქსელში წერდა:

„ალბათ იფიქრებთ რომ გავგიჟდი და საძაგლობებს ვდებ. არა, მე არ გავგიჟებულვარ – ეს არის თბილისის მერიის მიერ შეკვეთილი – თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ილუსტრაცია. დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში. ეგ ერთი საკითხია და მეორე ისაა რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თითქმის მზადაა და ამ დროს საგანგებოდ მხოლოდ თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის შეკვეთა და დამუშავება არის ძალიან საეჭვო რამ“- აცხადებს ელისაშვილი.

იხილეთ მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო:

17799304_1504432582922217_4880902853330708626_n

აქვე ელისაშვილმა ის დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიისგან მიიღო.

„ბევრი მირეკავს და ვერ იჯერებს “ფალოსის ნახევარკუნძულის” შემუშავების სერიოზულობას. ვიმეორებ – მანამდე წარმოდგენილი პროექტი გახლავთ თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ილუსტრაცია. აქვე ვდებ დოკუმენტებს რომლებიც რამდენიმე დღის წინ მივიღე თბილისის მერიიდან“-აღნიშნავს ელისაშვილი.

წარმოგიდგენთ მიერ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს:

17796471_1504508946247914_4595357140192685938_n

17795776_1504508939581248_8467426265306077227_n

17796335_1504508932914582_1021597988508490219_n

იტვირთბა....