aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენდროპარკი მაინც აშენდება: გიორგი უძილაური აცხადებს, რომ წიფელი გადარჩა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ, ნატანებში შეძენილი 250 წლის წიფელი, ტრასპორტირების დროს შუაზე გადატყდა არ ადასტურებს “ქართუს” პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური. როგორც ის ამბობს, წიფელი გადარჩა და მას დენდროპარკში გადაიტანენ.

უ მედიისთვის მთავარი თემა საქართველოში დაზიანებული წიფელია, და არა აქციებში მონაწილეთა გვამების სახურავებზე შეყრა, ესე იგი საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ქვეყანაში დემოკრატიის საკმაოდ მაღალი დონეა. რაც შეეხება წიფელს, ურთულესი ლანდშაფტიდან გამომდინარე, სამუშაოები გართულდა, გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, წვიმებისგან სველმა ნიადაგმა ვერ გაუძლო ხის სიმძიმეს, ჩაიწია და წიფელი დაზიანდა.

ამ მასშტაბის სამუშაოებში გაუთვალისწინებელიც ხდება. თუმცა, ამის მიუხედავად, წიფელი გადარჩა და მისი ტრანსპორტირება დენდროპარკში გრძელდება.

დენდროპარკი მაინც აშენდება!” – აღნიშნავს უძილაური.

“მეტრონომი” ყოველთვის მზადაა გააშუქოს ნებისმიერი მხარე და ნებისმიერი პოზიცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, აქვე აღვნიშნავთ, რომ თავად ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს წუხელ მომხდარ ფაქტზე. უფრო მეტიც, “მეტრონომმა” ჩაწერა ნატანების გამგებელი ჯიმი ღლონტი რომელიც ამბობს, რომ ხე ნამდილად გადატყდა და მის გადატანასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები ნამდვილად შეიქმნა.

იტვირთბა....