ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუთაისის მერს მანქანა დაუზიანეს

როგორც ქუთაისიდან ადგილობრივი ონლაინ-მედია kutaisitoday იუწყება, ქუთაისის მერის ავტომანქანა უცნობმა პირებმა დააზიანეს. მანქანის დაზიანება მერიის ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლთან მოხდა, რომელიც ქუთაისში გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მდებარეობს.

აღნიშნულ მისამართზე ქუთაისის მერის სიმამრი, გიორგი შეყილაძის საცხოვრებელი სახლია, სადაც შოთა მურღულია მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს..

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

 

იტვირთბა....