მაია ასათიანმა პრაიმ ტაიმს იინტერვიუ მისცა, სადაც გადაცემა “პროფილზე” საუბრობს:
მისი თქმით, ძველი „პროფილი“ აღარ იარსებებს. ამ სეზონზე იწყება ახალი გადაცემა, რომელსაც ძველთან არაფერი საერთო არ ექნება გარდა სახელისა. ფორმატიც კი იცვლება, იცვლება თემატიკა. ასათიანის თქმით, იქნება სუპერაქტუალური, ძალიან რეზონანსული და საჭირო. ამ სეზონზე ჩვენ არ გვეყოლებიან სტუმრად შოუბიზნესის ვარსკვლავები.
“რვა წლის განმავლობაში „პროფილი“ იყო და არის ყველაზე რეიტინგული არაპოლიტიკური ქართული თოქშოუ. არ მეშინია. ვთვლი, რომ განახლება აუცილებელია. ახლა საქართველოში არ არის ის სიტუაცია, როცა უნდა იფიქრო მხოლოდ რეიტინგზე და მხოლოდ სიყვითლეზე”. – ამბობს მაია ასათიანი.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ “მარაოზე” და კომედი არხზე რეორგანიზაცია იგეგმება.