aviabiletebi
საზოგადოება ჯანდაცვა

ბოტოქსი შესაძლოა სიბრმავის მიზეზი გახდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკელი ოფთალმოლოგების განცხადებით,  გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური შემავსებლების (ფილერები) კანქვეშა ინექციამ თვალის გარშემო და შუბლის მიდამოში შეიძლება ბადურას იშემიური შეშუპება და მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.

ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიერ ფილერების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სახის შუა ნაწილში, მაგალითად, პირის გარშემო, თუმცა ექიმები მათ ხშირად თვალის გარშემო  და შუბლზე არსებული ნაოჭების საკორექციოდაც იყენებენ.

სპეციალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გართულებები იშვიათად გვხვდება, აუცილებელია მათი გათვალისწინება. თვალის გარშემო სისხლძარღვების რთული ქსელის არსებობის გამო ნებისმიერი ინექცია ამ არეში საფრთხის შემცველია თვალის ჯანმრთელობისთვის და მეტიც, სისხლძარღვების გამავლობის დარღვევამ შეიძლება მხედველობის შეუქცევადი დაკარგვაც გამოიწვიოს.

იტვირთბა....