ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი, შესაძლოა სამ თვეში ამოქმედდეს

პარლამენტის იურდიულ კომიტეტში მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებაზე მსჯელობენ.  იმ შემთხვევაში თუ მართვის მოწმობის მფლობელს 100 ქულა გაუნულდება, მას მართვის უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა და ერთი წლის შემდეგ გამოცდის თავიდან ჩაბარება მოუწევს. 100 ქულიანი სისტემა კი თითოეულ მძღოლს ყოველი წლის პირველ იანვარს განუახლდება. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი, შესაძლოა სამ თვეში ამოქმედდეს.

მთელი წლის განმავლობაში ჩადენილი სამართალდარღვევების გათვალისწინებით, მართვის მოწმობას შესაბამისი რაოდენობის ქულა დააკლდება:

ღვედის გარეშე მოძრაობა 5 ქულით, საჭესთან მობილური ტელეფონით საუბარი კი 10 ქულით დაჯარიმდება. ზებრა გადასასვლელზე დარღვევით მოძრაობა 10 ქულით ჯარიმდება. შუა ქუჩაზე პარკირება 20 ქულით, ხოლო ავტომობილის სანომრე ნიშნების გარეშე მოძრაობა 30 ქულით დაჯარიმდება. რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, თუ მძღოლი დასაშვებ სიჩქარეს 40-ით გადააჭარბებს, 20 ქულა ჩამოეჭრება, ნაკლები სიჩქარით გადაჭარბების შემთხვევაში კი – 10 ქულით დაჯარიმდება.

იმ შემთხვევაში თუ მძღოლი საკუთარ ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების მქონე სხვა პირს ათხოვებს, მძღოლს 30 ქულის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი თუ საკუთარ ავტომობილს მართავს მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევა, მაგრამ მისი აღების შანსი სამ თვეში კვლავ ექნება.

იტვირთბა....