ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავრობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს”

 

ვიცე პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მთავრობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს:

“პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან. ფორმატზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. მთავრობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის შინაარს, არ მაქვს ინფორმაცია”, – აღნიშნა ვიცე პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით 7 აპრილს წარსდგება. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება.

იტვირთბა....